ქვემოთ მოცემულია რამდენიმე მაგალითი, თუ როგორ დავეხმარეთ კომპანიებს კონკრეტული HR გამოწვევების გადაჭრაში.
სწრაფად მზარდ IT კომპანიას სჭირდებოდა გუნდის გაორმაგება მოკლე ვადაში, ხარისხის დათმობის გარეშე.
დავნერგეთ სტრუქტურირებული სორსინგისა და შეფასების პროცესი, რამაც შეამცირა თითოეული პოზიციის დახურვის საშუალო ვადა და გააუმჯობესა კანდიდატის გამოცდილება გასაუბრების ეტაპზე.
არათანაბარმა ანაზღაურების პრაქტიკამ გამოიწვია უკმაყოფილება და კადრების გადინება საწარმოო პერსონალში.
ჩავატარეთ საბაზრო კვლევა, ავაშენეთ გამჭვირვალე გრეიდირების სისტემა და გავწერეთ ანაზღაურების პოლიტიკა, რომელიც ხელმისაწვდომი გახდა ყველა თანამშრომლისთვის.
15-კაციან სტარტაპს არ ჰქონდა HR ფუნქცია საერთოდ — ყველა პროცესი არაფორმალურად და არათანმიმდევრულად მიმდინარეობდა.
გავხდით სტარტაპის fractional HR გუნდი — დავნერგეთ საბაზისო პოლიტიკები, ხელშეკრულებები და onboarding პროცესი, გუნდის ზრდის პარალელურად.
დაიწყეთ უფასო კონსულტაციით — ერთად განვსაზღვროთ საუკეთესო გზა.